აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, უწყება "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
"ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა კირბიმ.