ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თამაზ ურთმელიძემ მისი აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა

თამაზ ურთმელიძემ მისი აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა

თამაზ ურთმელიძემ მისი აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა. ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ, რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე დააყენა, სადაც საუბარია ურთმელიძის უკანონო გარიგებაზე "თელასის" იურიდიული სამსახურის უფროსთან. აღნიშნული სიუჟეტი სასამართლოს დარბაზშიც აჩვენეს. ასევე, ადვოკატების თქმით, ურთმელიძე იხილავს დავებს კომერციული ბანკების საქმეზე, რომელთანაც თავად აქვს ფინანსური ურთიერთობს. 

 

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ეს ყოველივე იძლევა მოსამართლის აცილების საფუძველს. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ხალვაშმა თავისი საკუთრების დაცვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. სალიას განმარტებით, იგი იძულებითი გარიგების გზით ჩამორთმეული წილების ჩამორთმევას ითხოვს, რაზეც "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის მხრიდან თავიდანვე დაიწყო განცხადებები, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, თუმცა მას არც ერთი დასაბუთებული შუამდგომლობა არ დაუყენებია. 

 

ამასთან, ხალვაშის ადვოკატი გამოეხმაურა დღეს ნაჩვენებ სიუჟეტს, სადაც მოსამართლის ბანკენთან გარიგებებში შესვლაზეა საუბარი. პაატა სალიას თქმით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია დოკუმენტები, რითაც ეს დასტურდება.

 

სალიას თქმით, სიუჟეტი, რომელშიც ჩანს მოწინააღმდეგე მხარის სურვილი და მოსაზრება, არ არის აცილების საფუძველი. "მე არ ვიცავ თამაზ ურთმელიძეს. ჩემთვის სულ ერთია, ვინ იჯდება აქ მანტიაში. თქვენი მიზანია სამართალწარმოება  აიცილოთ თავიდან", - მიმართა ხალვაშის ადვოკატმა "რუსთავი 2"-ისა წარმომადგენლებს. 

 

მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სიუჟეტები, რომელიც აჩვენეს, მიკერძოებულია. 

მისი თქმით, ისურვებდა, რომ ჟურნალისტები ყოველმხრივ აშუქებდნენ ასეთ საკითხებს. "მოსამართლეს არ აქვს უფლება, ჩაერთოს პოლემიკაში საზოგადოებვრივი ბრალდების ირგვლივ. თუ არ დასტურდება და მაღალი ალბათობა არ არსებობს ბრალდებისა, არ უნდა ქვეყნდებოდეს მოსამართლის ავტორიტეტის შემლახავი მასალები", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ. 

 

ამ დორისთვის სასამართლო სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: