ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დიმიტრი ქუმსიშვილი: კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით!

დიმიტრი ქუმსიშვილი: კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის დღეს არსებული გარემო, მინისტრმა განაცხადა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რეიტინგები, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე ის აღქმა, რომელიც დღესდღეობით ინვესტორებს გააჩნიათ.

 

"ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული, იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და ინვესტორებმა ქვეყანაში იგრძნონ თავი ძალიან კომფორტულად, არა მარტო ქვეყნის გარედან შემოსულმა ინვესტორებმა, არამედ ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც სურთ და აკეთებენ ბიზნესს საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: