ბუტა რობაქიძის დედა ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს და დაიწყოს ხელახალი გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ბაშალეიშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით გაასამართლეს და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.