ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კახა კალაძე: გარკვეული პარტიები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ჩანაცვლებას...

კახა კალაძე: გარკვეული პარტიები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ჩანაცვლებას...

ენერგეტიკის მინისტრის  კახა კალაძის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანთან და კომპანია "სოკართან" თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. 

 

მინისტრის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება. 

 

"ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, საუბარია დამატებით მოცულობაზე, რომელიც დღეს ქვეყანას და ბაზარს სჭირდება, მაშინ მე ვსვამ კითხვას, რატომ იყო წლების განმავლობაში დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან თუ ჩვენ გვქონდა იმისა საშუალება, რომ გვესარგებლა იმ ბუნებრივი აირით, რომელზეც არის საუბარი. გაბანკროტებული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ფიგურები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ რაღაც პრობლემად, თითქოს საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ჩანაცვლებას, ეს ძალიან დიდი სიცრუეა. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება",- განაცხადა კახა კალაძემ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: