ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესი დღეს თავს გრძნობს დაცულად!

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესი დღეს თავს გრძნობს დაცულად!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი. კონფერენციის სახელწოდებაა - "აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები".

 

"ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნეს-დავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს თავისუფლად ოპერირებს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილმა ბიზნესის ხელშეწყობის რამდენიმე პროგრამა დაასახელა, მათ შორის "აწარმოე საქართველოში", ასევე იაფი სესხის პროგრამა, რომელიც მისი თქმით, სამი წლის წინ წამოიწყო ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

 

"ამან გამოიღო ის შედეგი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ბიზნესი დღეს თავს გრძნობს აბსოლუტურად დაცულად და ინვესტორი არის აბსოლუტურად თავდაჯერებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: