ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პაატა სალია:ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას. რასაც ჩვენი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ

პაატა სალია:ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას. რასაც ჩვენი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვის შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი განმარტებით, არცერთი არგუმენტით ექსპერტის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

 

"ჩემი აზრით, ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და ამას ჩვენი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ. ვთვლი, რომ არცერთი მტკიცებულებით, არცერთი გარემოებით და არცერთი არგუმენტით დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე, არ არის გაქარწყლებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. სიტყვა საორიენტაციოსთან დაკავშირებით ჰქონდა "რუსთავი 2"-ს შეკითხვები. საორიენტაციო - ასეთი ტერმინი არის თუ არა ბუღალტერიაში, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში, ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი. ნორმალურ ენაზე კი გვესმის, რომ ეს არის დაახლოებითი ფასი. საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა ყოველთვის რთულია. სწორედ ამიტომ დაწერა ექსპერტმა დასკვნაში საორიენტაციო ფასი. ამაზე ექსპერტმა დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა", - განაცხადა პაატა სალიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: