გელა ნიკოლაიშვილი: მასიური წამების ამსახველი ფაილები პენიტენციურ სისტემას არ უკავშირდება...

გელა ნიკოლაიშვილი:  მასიური წამების ამსახველი ფაილები პენიტენციურ სისტემას არ უკავშირდება...

"მასიური წამების ამსახველი ფაილები აღმოჩენილია კასრებში და პენიტენციურ სისტემას არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება ნაციონალების მმართველობას."- განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში "2030" უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ფარულ ვიდეობთან დაკავშირებით საუბრისას.

ნიკოლაიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერმა სისტემური წამების შესახებ ყველაფერი იცოდა, ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ ეს შესაძლოა ერთეულებს გაეკეთებინათ, საწყისშივე არასანდოა.  

 

"როცა აცხადებენ, რომ დანაშაულს ვიღაც რიგითები ჩადიოდნენ და ეს არ იცოდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არის ტყუილი. არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც სააკაშვილი საჯაროდ ამბობს, რომ ბაჩო ახალაიამ კრიმინალური სამყარო მათივე მეთოდებით - ცემით დაამარცხა. მათ, მართლაც, ე.წ. კანონიერი ქურდებით დაიწყეს და შემდეგ, ეს ყველა პატიმარზე გავრცელდა. პოლიტიკურმა ნებამ წაახალისა სადიზმი და შექმნა საფუძველი, რაზეც სისტემა იდგა." - აცხადებს ადვოკატი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: