პოლიტპატიმრის სტატუსის მიღებაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა
პირველ სექტემბერს დაკავებული 18 წლის ბექა ჯიქიძის დედამ ელიზა შოთაძემ „ქართული ოცნების “ ოფისში განცხადება გააკეთა. ელიზა შოთაძის თქმით, მისი შვილი პოლიტპატიმარია და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებაული, რომ ის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.
პატიმრის დედა განცხადებით მიმართავს თეა წულუკიანსა და ეკა ბესელიას, რათა ბექა ჯიქიძე პოლიტპატიმრების სიას მიემატოს.
ასევე, ელიზა შოთაძე ითხოვს ისანი-სამგორის გამომძიებლის გიგლა ბარამიძისა და პროკურორ ირაკლი გულდედავას დასჯას.
შეგახსენებთ, რომ ბექა ჯიქიძე სისხლის სამართლის 178-ე მუხლით არის დაკავებული, რომელიც ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს.