მაია ფანჯიკიძემ ფრანგი კოლეგისგან მილოცვა მიიღო

მაია ფანჯიკიძემ ფრანგი კოლეგისგან მილოცვა მიიღო

საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრს  საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის მილოცვის წერილი გადასცა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი მნიშვნელოვანი საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები.

 

შეხვედრის დასასრულს, საფრანგეთის ელჩმა წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და საფრანგეთის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: