ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საქალაქო სასამართლომ ე.წ კორტების საქმეზე განაჩენი გამოიტანა

საქალაქო სასამართლომ ე.წ კორტების საქმეზე განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე გამოტანილ განაჩენს ხმაური მოჰყვა.ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა შანავას თქმით, მაშინ როდესაც უდანაშაულო მამა-შვილი შეიწირეს მკვლელებმა, აღნიშნული განაჩენი მისთვის მიუღებელია და საკმაოდ მცირეა. ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს.

 

"რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს", - განაცხადა ციალა შანავამ.

 

ამას გარდა, ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას თქმით, ეს პროცესი არ დასრულებულა და იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მომავალში იქნება ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიღებული. ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: