გია ვოლსკი: უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილთან მიმართებაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს
სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა, რომლის აზრითაც, ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დესტრუქციული პროცესების შექმნის დიდი ოსტატია.
ვოლსკი არ გამორიცხვს, რომ სააკაშვილმა, როგორც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ასევე უკრაინაში საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება შექმნას, შესაბამისად, ვოლსკი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, მის მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეაგირებისთვის უკრაინის ხელისუფლებას წერილით მიმართა.
"სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ჩვენს მიერ მომზადებული წერილი საქმიანია, რომელიც ერთი მხრივ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებს და მეორე მხრივ კი, უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან სააკაშვილის საუბრები და აქტივობა რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მას ურთიერთობების ჩაგდება რამდენიმე მნიშვნელობით შეუძლია", - განაცხადა ვოლსკიმ.