სალომე ზურაბიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" მიშამ რეალურად გაანადგურა!

სალომე ზურაბიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" მიშამ რეალურად გაანადგურა!

ვის უნდა რომ წასული ლიდერის ხუშტურების გამო აღმოჩნდეს თვითონ სახიფათო მდგომარეობაში და დაბრალდეს სახელმწიფო წესრიგის დარღვევისკენ მიმართული განცხადებები! ანუ ნაციონალური მოძრაობა მიშამ რეალურად გაანადგურა! - სალომე ზურაბიშვილი უკრაინული საიტის მიერ მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

 

"სააკაშვილის საუბრები!!!!!!...

 

შეურაცხადი რომ იყო, ეს ვიცოდით და ამაში არაფერი ახალია გარდა ის რომ უკრაინელები ჯერ ვერ მიუხვდნენ და არ ესმით მათ ასეთ ადგილას ასეთი ადამიანის დიდხანს დატოვება რამდენად მათთვის სახიფათოა! (თუმცა ზოგ ქართველმაც ჯერ ვერ გაიგო ეს ელემენტარული ჭეშმარიტება)

 

როგორც სჩანს ამ საუბრებიდან, რუსებმაც დაიწყეს მისი ხელახლა გამოყენება (მას რომ ჰგონია რომ რუსეთს და ამერიკას "ათამაშებს" და სინამდვილეში მათი მარიონეტად არის გამოყენებული"|) და არავინ იცის, რუსეთის არხებზე გახმაურებეული საუბრები როგორ იქნება კრემლის მიერ საქართველოს წინაარმდეგ გამოყენებული, მეტადრე რუსულ თვითფრინავის ჩამოგდების ტრაგედიის შემდეგ! 

ამას რომ მოჰყვა ნაციონალურ მოძრაობის რიგებში რღვევები ეს გასაგებია: ვის უნდა რომ წასული ლიდერის ხუშტურების გამო აღმოჩნდეს თვითონ სახიფათო მდგომარეობაში და დაბრალდეს სახელმწიფო წესრიგის დარღვევისკენ მიმართული განცხადებები! ანუ ნაციონალური მოძრაობა მიშამ რეალურად გაანადგურა!

 

ყველაზე საინტერესო და ახალი ამ ყველაფერში მაინც მეჩვენება ბიზნეს წილებზე გაკეთებულ კომენტარები!!!!

ხელისუფლების ადგილას სასწარფოდ დავიწყებდი გამოძიებას (რაღას უნდა ველოდოთ!)და ამ ფირების საფუძველზე შვეიცარიას ვთხოვდი რამოდენიმე ანგარიშის გახსნას !

 

ბევრი სხვა რამ არის გასაანლიზებელი თუ ამ ფირების ავთენტურობა დადგინდა (ვგულისხმობ მთლიანობაში და დეტალურად, თორემ საუბრების არსებობას არავინ დავობს უკვე) და ბევრი კითხევს გაეცემა პასუხი რაზედაც დიდი ხანია ეჭვი გვაქვს და მტკიცებულებები გვაკლია!" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: