ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სოზარ სუბარმა დევნილების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

სოზარ სუბარმა დევნილების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა მისიის წევრებს დევნილთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სოზარ სუბარმა სტუმრებს ის პროგრამებიც გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს. 

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა, დევნილების განსახლების პარალელურად, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დევნილთა 60% ინტეგრირებულია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

 

მინისტრმა სოზარ სუბარმა სადამკვირვებლო მისიის წევრებს წლების განმავლობაში საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შეხვედრის დასასრულს, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: