ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ

ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გამოცემა "პოლიტიკო"-სთან საუბარში განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ.

 

იაცენიუკის თქმით, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ენერგეტიკისა და განათლების სამინისტროებსაც. გარდა ამისა, დაინიშნება ვიცე-პრემიერი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.

 

ჯერ უცნობია, ვინ გახდება უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი. იაცენიუკის თქმით, კანდიდატურების შერჩევის პროცესი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: