შალვა ხაჭაპურიძე: ნუ ატყუებთ ხალხს, რომ რაიმე უცხო და სასწაული ხდება

შალვა ხაჭაპურიძე: ნუ ატყუებთ ხალხს, რომ რაიმე უცხო და სასწაული ხდება

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ამგვარი კომენტარით ეხმაურება:

 

"ანალოგიური განჩინება არ ყოფილაო, რომ გაიძახიან, 2002 წელს გერმანელი მეცნიერების რეკომენდაციით პირადად მე გამოვიტანე 2002 წელს ქუთაისის ავტოქარხნის საქმეზე მსგავსი განჩინება. საქმე ძალიან გართულებული იყო, გერმანიიდან მოწვეული იქნენ ერთი იურისტ-მეცნიერი და ერთი მოქმედი მოსამართლე, რომლებმაც ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, გერმანული სამართლის პრაქტიკაზე დაყრდნობით ზუსტად მსგავსი რეკომენდაცია გასცეს. რის შემდეგაც გამოვიტანე ანალოგიური განჩინება. ასე რომ, ნუ ატყუებთ ხალხს, რომ რაიმე უცხო და სასწაული ხდება, გერმანელებიც რომ არ იყვნენ, ქართული სამოქალაქო კოდექსიც არეგულირებს ამ საკითხს", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: