თეა წულუკიანი: მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი!

თეა წულუკიანი:  მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი!

"მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში", - ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის კაბინეტში დაიწერა. აქვე წულუკიანი აცხადებს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება.

 

"მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი. არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად. რაც მთავარია, ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: