თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა

თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადება საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წაიკითხა. თამაზ ურთმელიძე სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი, როგორც "რუსთავი2"-ის საქმის გამხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადაცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში).

 

"მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - ნათქვამია თამაზ ურთმელიძის განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წაიკითხეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: