სოზარ სუბარი: არჩევნებთან დაკავშირებით გაყაბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო

სოზარ სუბარი: არჩევნებთან დაკავშირებით გაყაბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების მიერ დაწყებულ შიმშილობას ეხმაურება. სუბარი ამბობს, რომ შიმშილობა და აქციები ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, პარლამენტში შესვლა თუ ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა არჩევნებით ხდება:

 

"არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო. ზოგადად, შიმშილობა და აქციები არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება, თუმცა, პარლამენტში შესვლა თუ ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე მოხვედრა ხდება არჩევნებით, ხმების დათვლით, თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება, სასამართლოში გასაჩივრებით და არა აქციებით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აქციები არ უნდა ჩაატარონ. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

 

ის, რომ ჩვენ ჩავიდეთ და მოვუწოდოთ ვიღაცას არჩევნებისკენ, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და მოვალეებიც ვართ იმიტომ, რომ პოლიტიკური გუნდი ვართ და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი გამარჯვებისთვის. ამ პროცესში არცერთი წუთით არ ყოფილა გამოყენებული რაიმე ადმინისტრაციული რესურსი. მე რომ ჩავედი, ჩემი ძმის მანქანით ჩავედი, რაც წარმოუდგენელი იყო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარიყო, რომ ვინმეს მინიმუმ თავისი მანქანა არ გამოეყენებინა", - განაცხადა სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: