ბიძინა ივანიშვილი:უამრავი არასწორი განცხადება აქვს გაკეთებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს

ბიძინა ივანიშვილი:უამრავი არასწორი განცხადება აქვს გაკეთებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე კომენტარი გააკეთა:

 

"ნუ გვექნება აგრესია ნურც ევროპელებზე და ნურც ამერიკელებზე, ნურც დიპლომატებზე და ნურც ჟურნალისტებზე. შეგახსენებთ ორ მაგალითს - როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, ამერიკის საელჩოში მიღება იყო. იქ ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მარტენსის განცხადებაზე, როცა მარტენსმა განაცხადა - ივანიშვილმა ტოტალურად მოისყიდა მოსახლეობა და არიგებენ მაცივრებს და ტელევიზორებსო. მარტივად ვკითხე ჟურნალისტებს - სად ნახეთ ან ტელევიზორი, ან მაცივარი-მეთქი? ეს მაგალითი პასუხია იმ ჟურნალისტებისთვის, ვისაც ახლა უნდა მოიშველიოს სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის განცხადება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მობილიზება კარგად იცის. ისინი აწუხებენ ჟურნალისტებს და დიპლომატებს.

 

ასევე, ევროსაბჭოს რეზოლუცია რამდენიმე დღის მიღებული იყო და მახსოვს, იყო დიდი აღშფოთება, რომ ახალი ხელისუფლება, ივანიშვილის მეთაურობით, საშინლად ავიწროებს მედიას. თავისუფალი მედია "იმედი" წაართვა კერძო მესაკუთრეს და თვითონ მიისაკუთრა. ამ დროს "იმედის" ისტორია ყველამ კარგად იცით, იცით ისიც, როგორ მოვედით და დავუბრუნეთ რეალურ მესაკუთრეს. ხოლო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და ყველაფერი დააყენა ყირაზე, პირიქით წარმოაჩინეს, ევროსაბჭოში გამოიტანეს დადგენილება. რეალურად, "იმედი" ჩვენი მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

დღესაც - მათ 5 საათი შუაღამედ აქციეს. ესეც ნაციონალების ჩაწოდებულია. შემდეგ, განცხადებები კეთდება, რომ ამგვარ ცდომილებებს ყურადღება არ მივაქციოთ...

 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა. თუმცა, ის, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდა, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, რომ ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, ასე არ იქნება და ვერც იქნება. რას იტყვიან ისინი, იმაზე უნდა ვიცეკვოთ -ასე არ არის!" - განაცხადა ივანიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: