ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი არ შედგა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი არ შედგა

მიუხედავად საზავო მოლაპარაკებებისა, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება. ნანგრევებადაა ქცეული "ჰამასის" კონტროლის ქვეშ მყოფი ინფრასტუქტურული და სამთავრობო შენობების უმეტესობა. დაღუპულია 130 ადამიანი, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. რაც შეეხება ისრაელს, ღაზადან ნასროლმა რაკეტებმა 5 ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა.


თელ-ავივში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს ქვეყნის პრემიერთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.


გუშინ საღამოს არაფორმალური შეთანხმება ზავის შესახებ თითქმის მიღწეული იყო, თუმცა უკანასკნელ მომენტში ისრაელმა განაცხადა, რომ "ჰამასი" სრულად არ თანხმდება წამოყენებულ პირობებს.


კლინტონი ისრაელის შემდეგ ღაზას ეწვევა, შემდეგ კი ეგვიპტეში ჩავა პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთან მოლაპარაკებების გასამართად. ეგვიპტე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეთა შორის მედიატორის როლს ასრულებს, პალესტინური მხარის დამცველად არის მიჩნეული, მაშინ როცა დასავლეთი ისრაელს უჭერს მხარს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: