ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ფედერიკა მოგერინი: მოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება!

ფედერიკა მოგერინი: მოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება!

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით , ქართველებსა და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, თუმცა იმედოვნებს, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში.

 

როგორც მოგერინიმ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იყო შიდა პოლიტიკური სიტუაცია და აღნიშნა, რომ 2016 საარჩევნო წელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით. 

 

"ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ემოციები პოლიტიკაში ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება - ეს გახლავთ მედიათავისუფლება, პლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, , რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: