ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ბიძინა ივანიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სიტყვა "შუაღამე" არაკორექტული იყო

ბიძინა ივანიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სიტყვა "შუაღამე" არაკორექტული იყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან პირად საუბარში დააფიქსირა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოყენებული სიტყვა "შუაღამე" არაკორექტული იყო. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ განცხადების მიუხედავად ამერიკელ დიპლომატთან მეგობრობს. 

 

"მე მქონდა შეხვედრა, ხვალაც მაქვს, ძალიან ვმეგობრობ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ელჩი გვყავს. მე პირად საუბარშიც მქონდა საუბარი, რომ "შუაღამე" იყო არაკორექტული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, არც ამ ელჩის და არც სხვა დიპლომატების განცხადებას, ისევე როგორც საზღვარგარეთის მედიას, რომელთაც რა თქმა უნდა, მოსდით ცდომილებები, არ მიაქციოთ ყურადღება. ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ბრალი - 20-25 წელში ჩვენ მოვახერხეთ ის რაც მოვახერხეთ, სამოქალაქო ომი და საბოლოო ჯამში ვიწვნიეთ "ნაციონალური მოძრაობა". მათ მოახერხეს ის რაც მოახერხეს და ეს სწორედ ჩვენი გამოუცდელობით და იმის ხარჯზე იყო, რომ 9 წლის განმავლობაში ციხეში გვამყოფეს და გარეთ "დემოკრატიის შუქურად" ყიდნენ ქვეყანას. არ დავადანაშაულოთ ელჩები, არავისზე არ გადავიტანოთ აგრესია, არც საელჩოებზე, არც დიპლომატებზე, არც საზღვარგარეთის მედიაზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ქვეყანა ჩვენ თვითონ დავალაგოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. როგორ სახელმწიფოსაც დავალაგებთ, ისეთ პატივს გვცემენ გარედან", - აღნიშნა  ბიძინა ივანიშვილმა. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: