ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" სამეგობროთი ცდილობს კონსტიტუციური ნორმების შეჩერებას!

ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" სამეგობროთი ცდილობს კონსტიტუციური ნორმების  შეჩერებას!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს "ნაციონალური მოძრაობის" სამეგობროდ მოიხსენიებს. ივანიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალები" სწორედ ამ სამეგობროთი ცდილობენ, შეაჩერონ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გარკვეული კონსტიტუციური ნორმა.

 

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ მე არ მინდა, მედიამ და ჩვენ დავიწყოთ გარჩევა, როგორ იქცევა საქალაქო ან საკონსტიტუციო სასამართლო. მე მხოლოდ ერთი მინიშნებით შემოვიფარგლები და ამის იქით არ გავალ - სამეგობროთი ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", კონსტიტუციური ნორმები შეაჩერონ და მერე ლინჩის წესით და კარვებით დაიწყოს გასამართლება. ეს ვერ მოხდება და ამას შესატყვისი ორგანო - მას პარლამენტი ჰყავს მოპასუხედ, პასუხს გასცემს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: