ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მამუკა არეშიძე: წულუკიანი მართალი იყო, როდესაც აშშ-ის საელჩოსგან განმარტების გაკეთება მოითხოვა!

მამუკა არეშიძე: წულუკიანი მართალი იყო, როდესაც აშშ-ის საელჩოსგან განმარტების გაკეთება მოითხოვა!

"დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეებს იზიარებენ, რომლებსაც "ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზია "რუსთავი 2" ქადაგებს!" - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე საუბრისას აცხადებს. როგორც არეშიძემ "ასავალ-დასავალთან" ინეტრვიუში განაცხადა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სწორად მოიქცა, როდესაც აშშ-ის საელჩოს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

 

"ძალიან სამწუხაროა, რომ "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს მიაბეს, რაც ქართველი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

 

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში ცხოვრობენ და ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ, მაგრამ მაინც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მათთვის მიუღებელია!

 

დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეებს იზიარებენ, რომლებსაც "ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზია "რუსთავი 2" ქადაგებს!

 

ცალსახად უნდა ითქვას, რომ თეა წულუკიანი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა აშშ-ის საელჩოსგან განმარტების გაკეთება მოითხოვა!" - განაცხადა არეშიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: