ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტს კონსტიტუციური უფლება აქვს აცილება მოითხოვოს!

ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტს კონსტიტუციური უფლება აქვს აცილება მოითხოვოს!

"ჩემი აზრით," პარლამენტს ჰქონდა საკმაოდ დამაჯერებელი განცხადება, საიდანაც არაკეთილმოსურნეებმა მარტო ის ნაწილი ამოიღეს, სადაც ვიღაცა ვიღაცის ახლობელია", - კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე აკეთებს:

 

"განცხადებაში ნათქვამი იყო, რატომ უნდა იყოს აცილება, რატომ არის მიკერძოება. ისიც თქვეს, ვარძელაშვილი ბერძენიშვილის მოადგილეც იყოო. რატომღაც ეს არ მახსოვს, მახსოვს, რომ სხვა მოადგილე მყავდა. მაგრამ ნამდვილად კარგად ვიცნობ ვარძელაშვილს, თუ ეს სხვებისთვის ასე მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, აცილება მოითხოვოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: