ცახტანგ ძაბირაძე: მმართველმა კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს

ცახტანგ ძაბირაძე: მმართველმა კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს

დეკემბერში მმართველი კოალიციის ყრილობაზე სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა იმ საკითხზე, შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია ერთიანობას, ამის შესახებ  პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ "ალიასთან" საუბარში განაცხადა.

 

 

"ძირითადი წამყვანი ძალა "ქართული ოცნებაა" და მათზე იქნება დამოკიდებული, მიდიან თუ არა კოალიციის დაშლაზე. ჩემი შეფასებით, დღევანდელ სიტუაციაში კოალიცია უნდა შენარჩუნდეს. "ქართულ ოცნებას" საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, არჩევნებამდე დარჩა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას. "რესპუბლიკელები" შიდა ურთიერთობებს უკეთ იცნობენ. მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, არ ვურჩევდი კოალიციის დატოვებას. სხვა საკითხია, თავად რას გადაწყვეტს კოალიცია. რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არა მგონია. მთავრობამ რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ კოალიციის წევრები იძულებული გახადოს, კოალიცია დატოვონ", - განაცხადა ძაბირაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: