დავით ფერაძე: ჩემი სამსახურიდან გაშვების დავალება თამარ სანიკიძემ პიდადად გასცა!

დავით ფერაძე: ჩემი სამსახურიდან გაშვების დავალება თამარ სანიკიძემ პიდადად გასცა!

 

„ივერიონის“ პრესკლუბში ბრიფინგი, პედაგოგთა საკოორდინატო ცენტრის ხელმძღვანელმა, 116-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილმა პედაგოგმა, დავით ფერაძემ გამართა.

 

 

მან დისკრიმინაციასა და დევნაში პრაქტიკულად, განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე დაადანაშაულა.

 

ბრიფინგზე, ფერაძემ მისი სკოლიდან განთავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა და ამაში ბრალი, განათლების მინისტრ, ქალბატონ მთამარ სანიკიძეს დასდო:

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრძოლა იმით დამთავრდა, რომ დიქტატურამ ჩემი გათავისუფლებით, თავისი გამარჯვებისკენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მათ ხუთი სიცრუის საფუძველზე, ჩემი სამსახურიდან გაშვება მოახერხეს. რა თქმა უნდა,  ეს დავალება პირდაპირ გაიცა თამარ სანიკიძის უწყებიდან, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე. ეს დავალება ჯერ კიდევ სექტემბერში იყო გაცემული“.

 

მისი თქმით, მან დაიწყო შიმშილობა სკოლის შესასვლელთან, თუმცა მიიჩნია, რომ, თუ პედაგოგთა არმია და საზოგადოება გვერდში არ დაუდგება, ეს არსებით შედეგებს არ გამოიღებს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში შედეგი არაფერს არ აქვს, დღეს მე შიმშილობის აქცია დავიწყე სკოლის შესასვლელთან.  მე მინდა, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახოს. ამის დანიშნულებაა, პედაგოგიურ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან პედაგოგიურ სამყაროში საბოლოოდ დამყარდა დიქტატურა.

 

ყველა შეშინებულია და ის, რაც მე დამემართა, პედაგოგთა დუმილის ერთ-ერთი მიზეზია. დღეს ჩემს შიმშილობას მოყვა არნახული საქციელი

დირექტორის მხრიდან, როდესაც მან მთელი პოლიციის ესკორტი გამოიძახა. მათ მოსვლის მოტივად ვითომ სასწავლო პროცესისთვის თვალის დევნება დაასახელა, რაც სრული აბსურდი იყო!“

 

ფერაძის განცხადებით,  მისი სამსახურიდან მოხსნით, მათ შიმშილობისთვის გაწირეს არა მარტო იგი, არამედ მთელი მისი ოჯახი:

 

 

„ჩემი სამსახურიდან დათხოვნა- ეს არის, არა მარტო ჩემს წინააღმდეგ გალაშქვრა, არამედ ჩემს ოჯახზეც, რადგან მათ შიმშილის საფრთხის წინაშე  ჩემი ოჯახის წევრებიც დააყენეს. თუმცა, მათ ეს არ შერჩებათ და მე ბრძოლას არ შევწყვეტ!“- განაცხადა დათო ფერაძემ.

 

 მედეა შელია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: