ბერნარ კუშნერი: ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი თვითონ უნდა შეიცვალოს!

ბერნარ კუშნერი: ნუ იჩქარებთ, ევროკავშირი თვითონ უნდა შეიცვალოს!

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბერნარ კუშნერის განცხადებით,  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი შანსი აქვს. თუმცა, მისი აზრით, აჩქარება საჭირო არ არის, რადგან ,,ევროკავშირი თავადაც უნდა შეიცვალოს“.

 

"რა თქმა უნდა, შანსი გაქვთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ევროკავშირი თვითონ უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვართ 28 ქვეყანა და 28 ქვეყანა უნდა შეიცვალოს. ჩვენ 28 ქვეყანამ ვერ შევძელით საერთო პასუხი გაგვეცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. 65 წელიწადი გავიდა და ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, უნდა იყოთ მომზადებული და შემდეგ ვნახოთ, მაგრამ მთავარია, თქვენ უნდა იყოთ მზად ამისთვის. 28 ქვეყანა შედის ევროკავშირში, მაგრამ როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, საერთო პასუხის მოძებნა ძნელია. ეს არის დიდი მანქანა. მე ვხედავ სურვილებს ევროპელი ხალხის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაშლილი ხელით მიგიღებთ. მოემზადეთ, რომ ეტაპობრივად შეხვიდეთ", - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

 

ბერნარ კუშნერი თბილისს 19 ნოემბერს ეწვია. იგი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას რეფორმების გატარებაში დაეხმარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: