ირაკლი შოთაძე - საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი

ირაკლი შოთაძე -  საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი

 

პარლამენტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. 

 

დეპუტატებმა აღნიშნულ პოსტზე შოთაძის კანდიდატურას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭიყრით უყარეს. შოთაძეს მხარი 82-მა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15 წავიდა.

 

კანონმდებლებს შოთაძის ბიოგრაფია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ გააცნო. სხდომას თავად ირაკლი შოთაძეც დაესწრო.

 

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით დაამტკიცა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: