დაღესტანში აფეთქებას სამი რუსი პოლიციელი ემსხვერპლა
ჩრდილო კავკასიაში, დაღესტნის რეგიონში მუსლიმი ექსტრემისტების მიერ ორგანიზებული აფეთქება მოხდა. შედეგად, დაღუპულია სამი რუსი პოლიციელი, ხუთი კი დაჭრილი.
აფეთქება ბანკის მიტოვებულ შენობაში მოხდა, სადაც რუსული პოლიცია ადრინდელი აფეთქების მიზეზების გამოსაკვლევად იყო შესული.
რუსეთი უკვე ათ წელზე მეტია რეგიონში მუსულმანური დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძვის. მათი მიზანი დაღესტანში ისლამური სახემწიფოს დაარსებაა.
გასულ თვეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა ქვეყნის უშიშროების ძალებს, არ დაეშვან ექსტრემისტთა შეტევები სოჭის ოლიმპიადისა და სხვა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.