რა შემთხვევაში იმუშავებდა შალვა ნათელაშვილი ივანიშვილთან?
“მე ივანიშვილთან მუშაობაზე თანახმა ვიყავი, თუ ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი” - აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტებში", "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშილმა გააკეთა.
ნათელაშვილის თქმით, არც მაშინ, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში მოსვლას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობდა და არც ახლა ის ივანიშვილს არ თვლის ღირსად, რომ ყოფილიყო პოლიტიკური ლიდერი.
”მე ივანიშვილთან მუშაობაზე თანახმა ვიყავი, თუ ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი, ეხლა ხისთავას ვერ დავისვამდი თავზე. ჩემზე ღირსეულ ადამიანს ფეხს დავბან და შუბლზე ვეამბორები. მე არ ვთვლიდი მას ღირსად, რომ ყოფილიყო პოლიტიკური ლიდერი, რაც გააკეთეს ამ პარტიებმა. გადაურიცხა მილიონ ას-ასი ათასი თითეულ პარტიას ვინც ახლა იქ ჰყავს...”, - განაცხადა ნათელაშვილმა.