იან კელი: საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს!

იან კელი: საქართველოს ნატოს წევრობისთვის  ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს!

 

"საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი რაც საჭიროა NATO-ს წევრობისთვის,"- აღნიშნული განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა. 

 

კელი ამბობს, რომ ამერიკა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა. 

 

იან კელიმ აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას და ამერიკა რჩება ერთგული 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო.

 

"ნატოს სახელით ვერ ვისაუბრებ. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას. ვთვლით რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი რაც საჭიროა იმისთვის რომ დაკმაყოფილდეს ნატოს წევრობის მთხოვნა. საქართველომ უნდა გაგრძელოს ნატოსთან თანამშრომლობა რასაც ამ დრომდე აკეთებს.

 

თუ მონტენენგროს მისცემენ წევრობას, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებით რითიც დადასტურდა რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება," - განაცხადა იან კელიმ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: