რაზე იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

რაზე იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლევან მურუსიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საბჭო განიხილავს, წარმოადგენს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს ის, რომ იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყოს.

მისივე თქმით, წინა შემთხვევაში, როდესაც საბჭოს ერთი წევრი დაინიშნა სააპელაციო ინსტანციაში, დაინერგა პრაქტიკა, რომ მან არ მიიღო მონაწილეობა სხვა კანდიდატებთან მიმართებაში საკონკურსო პოზიციებსა და კენჭისყრაში.
 
"დღეს ვნახოთ როგორ იქნება საკითხი გადაწყვეტილი. ამ თემას განვიხილავთ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე და გადაწყვეტილება ცნობილი გახდება", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სხდომას ლევან მურისიძეც ესწრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: