გიორგი კვერენჩხილაძე: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს!
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი კვერენჩხილაძის გაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი,გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში - უახლოეს დღეებში მიიღებს.
კვერენჩხილაძის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოველთვიურად შედის არაერთი დასკვნა მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასკვნა კი დღეს შევიდა.
„მოქალაქეობის საკითხის განხილვისთვის წარმოების ვადა არის სამთვიანი, თუმცა მასში შედის ასევე იუსტიციის სამინისტროში დაწყებული წარმოება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამკვიდრებული ტრაქტიკის თანახმად, უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
ვინ რას იზამს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, ზოგადად ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს პრეზიდენტს ორმაგ მოქალაქეობაზე", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.