ზვიად ძიძიგური: 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას, კოალიცია,ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს!

ზვიად ძიძიგური: 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას, კოალიცია,ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს!

„კონსერვატორები“ ჩვენს თავს თ მომავალშიც კოალიციაში ვხედავ. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს“,- აღნიშნული განცხადება, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

 

ძიძიგურის განცხადებით, ივანიშვილმა უკვე გამოთქვა მზაობა, რომ 2016 წლის არჩევნების პროცესში აქტიურად ჩაერთოს. არჩევნებისთვის ემზადებიან კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც, ძიძიგურის თქმით, „კონსერვატორები“ საკუთარ თავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ კოალიციაში მოიაზრებენ.


„კონსერვატორები“ ჩვენს თავს კოალიციაში ვხედავთ მომავალშიც. ჩვენ სხვაგვარად არ წარმოგვიდგენია და ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა 2016 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს არჩევნებისას აქტიური იქნება, მისი არჩევნებში ჩართვა კი იმას არ ნიშნავს, რომ ის რიგითად ჩაერთვება, ბიძინას აქტიურად ჩართვა გულისხმობს იმ კონფიგურაციას, რა კონფიგურაციითაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. კოალიციაში ლიდერის ადგილი ეს ბიძინა ივანიშვილის ადგილია. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. საკმაოდ რთული წელი გველოდება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა ჩვენ მიერ გაკეთებული ყველა საქმე მივიტანოთ

 

ამომრჩევლამდე და დავანახოთ უფრო კარგად. „კონსერვატიული პარტია“ აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი სადეპუტატო კორპუსი შევთავაზოთ საზოგადოებას. გადაწყვეტილი გვაქვს, დეკემბერში, როდესაც საქართველოში ევროპელი კონსერვატორების დელეგაცია გვეყოლება სტუმრად, მათი მონაწილეობით ყრილობა ჩავატაროთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: