ლია მუხაშავრია: მურუსიძე უკანონობას ჩადიოდა, არა მარტო, როგორც მოსამართლე, არამედ ამყარებდა უკანონო სისტემას!

ლია მუხაშავრია: მურუსიძე უკანონობას ჩადიოდა,  არა მარტო, როგორც მოსამართლე, არამედ ამყარებდა უკანონო სისტემას!


ივერიონს“ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში შესაძლო უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გამოხატულ პროტესტზე, ცნობილი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა.


-ქალბატონო ლია, სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ლევენ მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნასთან დაკავშირებით.
თქვენც საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთეთ ამ საკითხზე. კერძოდ, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობთ, რომ „ხელისუფლებას მურუსიძე სჭირდება, რადგან ამ მოსამართლეს იმდენად აქვს რეპუტაცია შელახული, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მისი ციხეში გაშვება. თაგვივით გამოჭერილია და მზადაა ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულოს“...


იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმება მურუსიძის დანაშაულობებში, გარდა იმისა, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი მოსამართლე იყო?


-იმაზე მეტი დანაშაული რაა, როდესაც ის იხილავდა საქმეს და იცოდა, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა! ეს აშკარად დანაშაულია! ის უკანონობას ჩადიოდა,  არა მარტო, როგორც მოსამართლე, არამედ ამყარებდა უკანონო სისტემას - რაც დანაშაულია!


ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მურუსიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ის შეუძლიათ ციხეში გაუშვან. მურუსიძემაც იცის ეს, ამიტომაც დათანხმდება ყველანაირ დაკვეთას და შეასრულებს მას, იმის მიუხედავად რამდენად უკანონო და შეუსრულებელი იყოს ის სხვებისთვის! ამ შემთხვევაში კი, მურუსიძის ერთადერთი ინტერესია გადაურჩეს ციხეს და არ დარჩეს უმუშევრად.


    ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: