გაატარებს თუ არა დოპინგსაწინააღმდეგო ქმედებებს საქართველო?

გაატარებს თუ არა დოპინგსაწინააღმდეგო ქმედებებს საქართველო?

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები სტუმრობდნენ.


ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე უძღვებოდა.


ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას სპორტში დოპინგის გამოყენების აღმოფხვრის თაობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და დოპინგის გამოყენების პრობლემა აქაც ისევე აქტუალურია როგორც მთელ ევროპაში. მათი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ისაა, რომ კარგად გაეცნონ ვითარებას და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პროებლემა საკანონმდებლო დონეზე.


პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დოპინგის მოხმარების პრობლემას ეხებოდა როგორც საქართველოში ასევე, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.


„აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინიციატივების დონეზე" - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.


შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის შესრულება მთავრობის საქმეა, თუმცა ქვეყანას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა გააჩნდეს. კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ოპერატიულად იმუშაონ შესაბამის კანონპროექტზე. მანამდე კი სპორტის კომიტეტი იმსჯელებს ევროპელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რომელ გზას აირჩევს, არსებულ კანონებში შევა შესაბამისი ცვლილებები თუ ახალი კანონპროექტი შემუშავდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: