ქართული ნაციონალური ბალეტი-„სუხიშვილები” ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაემგზავრა

ქართული ნაციონალური ბალეტი-„სუხიშვილები” ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაემგზავრა

ისრალეში, წარმატებული გასტროლების შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, თვენახევრიან ტურნეში ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაემგზავრა.


იტალიაში დასი 16 კონცერტს გამართავს, კონცერტებია დაგეგმილი სან მარინოსა და შვეიცარიაში.


ქ. სოფიაში გამართულ კონცერტს 4500 მაყურებელი დაესწრო, მაშ შორის ბულგარეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და თავად პრემიერ მინისტრი ბატონი ბოიკო ბორისოვი.


ანსამბლი ხანგრძლივი ტურნედან 3 იანვარს დაბრუნდება.


თბილისელი მაყურებლის წინაშე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22 და 23 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში წარსდგება.


იანვრის ბოლოს კი ორთვიან მოგზაურობაში გაემგზავრება პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, უკრაინასა და ბელორუსიაში. ორი თვის მანძილზე 50 კონცერტია დაგეგმილი, რომელზედაც ბილეთები თითქმის გაყიდულია.


ანსამბლის საგასტროლო გრაფიკი 2016 წელს უკვე შევსებულია. უკვე დაგეგმილია 2017 წლის პირველი ნახევარიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: