ანკარა ერაყში სამხედრო კონტინგენტს არ შეიყვანს

ანკარა ერაყში სამხედრო კონტინგენტს  არ შეიყვანს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ, საგანგებო განცხადება  გააკეთა. ანკარა პირობას იძლევა, რომ ერაყში სამხედრო კონტინგენტს აღარ შეიყვანს.

 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსულში 150 თურქი სამხედრო მოსამსახურის შეყვანა ოფიციალურმა ბაღდადმა გააპროტესტა და ანკარას ერაყის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

ერაყის ხელისუფლება თურქეთს მოსულიდან სამხედრო ნაწილის გაყვანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაეროს მიმართავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: