ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ

გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ

ჟინვალიდან, უამინდობის გამო, გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ამიტომ, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული.

 

ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ინფორმაციას  ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

 

როგორც ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.

 

მათივე თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული. 

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.

 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომრის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.

 

"თავად ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობებიდან გამომდინარე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტრაილერების გადაადგილება ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით - ან გუდაურიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან გუდაურის მიმართულებით. სავარაუდოდ, დილით მოძრაობა განახლდება ჟინვალიდან მლეთა-გუდაურისა და კობის მიმართულებით. ჩვენი ვარაუდით, ხვალ საღამოსთვის უკვე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით ნორმალურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გასვიანმა. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: