ისლამისტთა პოზიციები რუსებმა დაბომბეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა ისლამისტთა პოზიციები წყალქვეშა ნავიდან დაბომბა.
მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმები ხომალდ “როსტოვიდან” განხორციელდა, რომელიც სირიის სანაპიროებთან იმყოფება. შედეგად ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობი და კუსტარული ბომბების დამამზადებელი საამქრო, ასევე სანავთობო ინფრასტრუქტურა განადგურდა. საჰაერო ოპერაციებს რუსეთი სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს.