თეა წულუკიანი ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს

22-23 ნოემბერს ევროპის საბჭოში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პირველი ვიზიტი გაიმართება.


დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინისტრთა კომიტეტის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში, ადამიანის უფლებათა კომისართან და სხვ.


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშო თეა წულუკიანი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდება. იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს გააცნობს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელთა წარმოებასაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აპირებს. ასევე, იგეგმება ევროპული სასამართლოს ქართული საქმეებისგან განტვირთვა და ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეების განხილვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: