მამუკა გიორგაძე: ხიდაშელს შეუძლია განიხილოს საქართველო აფხაზეთის გარეშე!

მამუკა გიორგაძე: ხიდაშელს შეუძლია განიხილოს საქართველო აფხაზეთის გარეშე!

    „ივერიონის“პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის საშინაო აქტუალური პრობლემების განხილვისას,„სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, თავდაცვის მინისტრის განცხადებები კი ნატოს მიმართ შანტაჟის შემცველია.

   მაშინ როდესაც რეალურ ვითარებაში იგივე თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის ოფიციალური სტრატეგიაა - სტრატეგიული მოქმედების პოლიტიკა. ჩვენთან ქადაგებენ სტრატეგიული მოქნილობის პოლიტიკას, რომ არ უნდა წავიდეთ რუსეთის წინააღმდეგ, იქ კი უზრუნველყოფენ რუსეთს  ამ საბაბით. სწორედ ასეთივე საბაბით უზრუნველყოფდა ხიდაშელი პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს, როდესაც ნატოს მიმართ შანტაჟის ენით საუბრობდა. ის ამბობდა, რომ მაპის გარეშე უნდა მოგვცენ ნატოში წევრობა, ამ დროს კი იცის, რომ რაც მაპი შემოვიდა ხმარებაში მას შემდეგ მაპის პროგრამის გარეშე არ მიუღიათ ახალი წევრები“- აცხადებს „სახალხო პარტიის“ ლიდერი.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: