რას მოითხოვს სოსო ჯაჭვლიანი?
სოსო ჯაჭვლიანი „სითი პარკის“ უფლებების შეზღუდვას მოითხოვს.
შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის მიხედვით, "სითი პარკი" ვეღარ გადაიყვანს ავტომანქანას საჯარიმოზე, თუ მანქანა საცობს არ ქმნის ან მოძრაობას არ აფერხებს. კანონპროექტს უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები. მათი აზრით, აღნიშნული ინიციატივა ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს არღვევს.