კოტე გაბაშვილს ახალი მთავრობის ორიენტაცია არ მოსწონს
თანამდებობა დატოვა იტალიაში საქართველოს ელჩმა კოტე გაბაშვილმა.
გაბაშვილი განმარტავს, რომ ამ ორიენტაცის მთავრობასთან მუშაობა არ შეუძლია. გაბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა პრეზიდენტს.
"კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური მრწამსის გამო წარმოუდგენლად მიაჩნია ამ თანამდებობაზე დარჩენა. არჩევნებში დამარცხდა "ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს მთავრობა პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, იმ ხალხს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, ან თავს თვლიდა წევრად, ახლანდელ მთავრობაში მუშაობა უჭირთ", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ რომ, ცოტა ხნის წინ თანამდებოდა დატოვეს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა ლომაიამ და ელჩმა ამერიკაში თემურ იაკობაშვილმა.