მზისო ნავროზაშვილი: ირაკლი დოკვაძე „ნაციონალებსაც“ ყელში გაეჩხირათ!
„ივერიონს“ პატიმარ, ირაკლი დოკვაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, პოეტი მზისო ნავროზაშვილი ესაუბრა.
-ქალბატონო მზისო, „ივერიონში“ დაიბეჭდა პატიმარ, ირაკლი დოკვაძის მიმართვა, ხელისუფლების, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, სადაც იგი ითხოვს, დადგინდეს სიმართლე და აცხადებს, რომ სამართლიანობის გარკვევის მოტივით იწყებს უვადო შიმშილობას.
ვინ არის ირაკლი დოკვაძე?
რასთან გვაქვს საქმე?
რამდენად სამართლიანად მიუსაჯეს მას პატიმრობა?
-ირაკლი დოკვაძის სახელი და გვარი პირველად, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, მეც გავიგე მაშინ, როცა ის დააპატიმრეს ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით. ის დააპატიმრეს ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისთვის!
ირაკლი არის უწესიერესი და ბუნებით სამართლიანი ადამიანი. ის ასევე, არის უნიჭიერესი ვიდეოინჟინერი ...
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ, საქართველოში გარე ანტისახელმწიფოებრივმა ძალებმა, რომლებიც იმართებოდნენ მოსკოვიდან და აგრეთვე შეერთებული შტატებიდან, მოაწყვეს ნამდვილი კოშმარი საქართველოში.
ბუნებრივია, ირაკლი ამ უსამართლობას არ შეეგუებოდა და ის მთავრობის სახლში გადავიდა რამდენიმე ადამიანთან ერთად, მათ შორის იყო უნიჭიერესი რეჟისორი მანანა იმედაძე და რამდენიმე დიქტორი. ისინი, მთავრობის სახლში, ტყვიების წვიმაში, კანონიერი ხელისუფლების გვერდით დადგნენ.
მისი ერთადერთი დანაშაული მაშინაც და ახლა არის ის, რომ საქართველოზე საოცრად შეყვარებული და უსამართლობისადმი შეუგუებელი პიროვნებაა.ეს არის მისი ნაკლი.
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სამხედრო საბჭომ და შევარდნაძემ ე.წ „დემოკრატიის მამამ“ გადაწყვიტეს , ის იზოლაციაში მოექციათ. მათ დააკავეს ირაკლი და პეტრე გელბახიანი. მაშინ საქართველოში სიკვდილით დასჯა ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული იყო. თუმცა პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო სიკვდილით დასჯის კანონი და ირაკლის და პეტრეს დახვრეტა მიუსაჯეს.
მაშინ ჩუმად დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, ამასობაშ კი მათი წამება და დაშანტაჟება მიმდინარეობდა. მაგრამ მათ ირაკლი მაინც ვერ გატეხეს!
ამ ყველაფერს მაშინ მოყვა ძალიან დიდი რეზონანსი. ის ორწელიწადნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში.
შემდეგ ეს სასჯელი შეუცვალეს 20-წლიანი პატიმრობით, შემდეგ კიდევ უფრო შეუმცირეს და ბოლოს იძულებულები გახდნენ ჩატარებულიყო უზენაეს სასამართლოს ხელახლა პროცესი და გაათავისუფლეს. შემდეგ უზენაესი სასამართლოს 9 კაციანმა პალატამ საერთოდ რეაბილიტაცია მოახდინა მისი და აგრეთვე კომპენსაციის სახით 20000 ლარიც გადაუხადეს.
როგორც აღმოჩნდა, არც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო მსგავსი პიროვნებები საჭირო. ირაკლიმ წინასაარჩვენო პროცესის დროს, ტელავიზიით განაცხადა, რომ მოდის უარესი რეჟიმი და იქ დასრულდა მისი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაც-ირაკლი დოკვაძეც ყელში გაეჩხირათ!
2009 წელს მოხდა გახმაურებული დანაშაული ვაკეში. ფეხმძიმე ელიზა გულიაშვილს თავს დაესხნენ. თვითონ დაზარალებული გადარჩა და ელზა გულიაშვილი რაკი მძიმედ იყო, სასამართლოზე ვერ იქნებოდა. ელიზა გულიაშვილის დები სასამართლოზევე აცხადებდნენ, რომ ირაკლი არ არის ამ დანაშაულის ჩამდენიო, მაგრამ ამის მიუხედავდ, არავინ არ გამოჩნდა ისეთი, რომ უპირობოდ გაენთავისუფლებინათ იგი.
მას 30 წელი მიუსაჯეს.
როცა მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, ირაკლიმ მაინც გაიარა სამართლის ინსტანციები, ხელახლა გაასაჩივრეს, მაგრამ ყველაფერი ისევ ისე დატოვეს.
რადგან სამართლიანობიოს აღდგენის ყველა იმედი გადაეწურა, იძულებულია უკიდურეს ფორმას მიმართოს...
დოკვაძის ამ უკიდურეს აქციას გამოეხმაურა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება ირაკლი დოკვაზის უპირობოდ განთავისუფლების მოთხოვნით .
ჯერი უკვე ხელისუფლებაზეა.