ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს, ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა.
შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. საუბარიშეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო აქტიური როლი შეასრულოსსაერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში.
ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და საგანგებო მრჩეველი, ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთიისტორიული ინიციატივა.