ახალი პარლამენტის შენობა კერძო პირის საკუთრებაა?!

ახალი პარლამენტის შენობა კერძო პირის საკუთრებაა?!

პარლამენტის მშენებლობის საკითხით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესდა და ამდენად, მისი დავალებით ეს საკითხი სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა.


მოძიებული მასალების საფუძველზე დადგინდა, რომ მშენებლობა, დღეის მდგომარეობით, დაუმთავრებელია, იგი არ არის მიღებული სათანადო სახელმწიფო ორგანოების მიერ და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებას.

„მშენებლობის პროცესში არ არსებობდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშწორებისათვის ქუთაისის მერიის მიერ დადასტურება ხდებოდა, ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით. მშენებლობის დაფინანსებას (შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას) პირველ ეტაპზე ახორციელებდა ქუთაისის მერია (65,5 მილიონი ლარი), მომდევნო ეტაპზე კი კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურო", - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა იმ 65,5 მილიონი ლარისა, რომელის საწყის ეტაპზე ქუთაისის მერიამ გადაიხადა, დანარჩენი თანხა, დაახლოებით 272  მილიონი ლარი,  შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურომ დაფარა.

ქუთაისის მერიისა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის სრული ოდენობა, რომელიც პარლამენტის მშენებლობაზე დაიხარჯა,  1, 5 მილიონ ლარს შეადგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: