ნუგზარ წიკლაური: საქართველოს ყველა რაიონში კორუფციაა!
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განცხადა, რომ დღეს კორუფცია საქართველოს ყველა რაიონშია.
"გარეშე მაყურებლისთვის რთული იქნება იმის განჭვრეტა თუ რა პროცესები მიმიდნარეობს დღეს აქ. არის თუ არა საქართველოში კორუფცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასახელებენ ამის კონკრეტულ ფაქტებს, თუმცა თქვენი სახით არსებობს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ამას უარყოფს. კომისიის შემქნა სწორედ ამის პასუხი იქნებოდა ყველა ინსინუაციაზე, ერთხელ და სამუდამოდ ზღვარს დაუდებდა იმ საუბრობს, რომ საქართველოში კორუფციაა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში ასობით ტენდერი ტარდება, რომელთა ღირებულებაც ზოგჯერ მილიარდ ლარს ცდება, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ გზები არაა, წყალი არაა, მილიარდები იხარჯება და სამუშაოები შესრულებული არა. ამბობენ, თითქოს თბილისში ნახევარი მილიონი ხეა დარგული, ასე რომ იყო, დღეს თბილისი შერვუდის ტყე იქნბოდა თავისი რობინ ჰუდით. "ქართული ოცნება" ამ მიმარტულებით კომიკურობის ზღვარს გადაცდა.
კორუფციული ფაქტები არის მთელი საქართველოს მასშტაბით. პოლიტიკურ კორუფციაზე ის მარტივი მაგალითიც მიუთითებს, რომ მხოლოდ "ქარტული ოცნების" მხარდამჭერები და ნათესავები არიან დასაქმებულები, მხოლოდ მათ მეგობრებს ენიჭებათ უპირატესობა ტენდერებში, ე.წ. პოლიტპატიმრების სია და ა.შ." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.